Tuesday, March 16, 2010

1. პროექტის სახელი-”ჩიყვი”-ჩვენი პრობლემაა?!

2. პროექტის მოკლე აღწერა- პროექტში მონაწილე მოსწავლეები მოამზადებენ:

-   პრეზენტაციას ფარისებრი ჯირკვლის შესახებ;

-დაამზადებენ  საინმფორმაციო ბუკლეტებს ”რა არის ჩიყვი?” ;

-მოახდენენ მოსწავლეთა ანონიმურ, ინდივიდუალურ გამიკითხვას;

-მიღებული ინმფორმაციის დამუშავებას, პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლას და დიაგრამის აგებას.

3. პროექტის სრული აღწერა-”ჩიყვი”იყო და არის საქართველოსა და მსოფლიოს მოსახლეობის პრობლემა. ეს  დაავადებაა  ფარული მიმდინარეობით ხასიათდება, თითქოს სიმპტომებიც უმნიშვნელოა, მაგრამ საბოლოო შედეგები საკმაოდ მძიმეა,  საკმარისია დავასახელოთ:  მიქსედემა, ბაზედოვი, კრეტინიზმი.   ”ჩიყვის”  შემთხვევათა სიხშირემ განსაკუთრებით მოიმატა ბავშვებში. ასევე  ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დაავადების შედეგია  მოსწავლეთა მიერ სასწავლო მასალის ათვისების გაძნელება.

პროექტის მიზანია:

-მოსწავლეებმა  ინმფორმაცია მოიპოვონ და გააცნონ თანატოლებს ”ჩიყვის” შესახებ;

-ასაკობრივ ჯგუფში-15 წელი, შეძლონ ნოსწავლეთა გარკვეული რაოდენობის გამოკითხვა;

- ”ჩიყვის” შემთხვევათა პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა;

- შეძლონ მონაცემების დიაგრამულად გამოსახვა;

- მოახდინონ მონაცემების გაცმობა ფართო მასებისთვის;

4.მონაწილეთა ასაკი-15 წელი ( მე-9 კლასი);

5. ხანგძლივობა-ორი თვე;

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში- პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გააჩნიათ შემდეგი ცოდნა:

-ადამიანის ორგანოთა სისტემების ზოგადი აგებულება და ფუნქციები;

-ენდოკრინული სისტემის მნიშვნელობა;

-ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები ადამიანის ორგანიზმში;

-ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებები;

-ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკა;

 პროექტისთვის საჭირო რესურსებია:

-წინასწარ მომზადებული ტესტი ინდივიდუალური, ანონიმური გამოკითხვისთვის;

-საონმფორმაციო ბუკლეტები ”რა არის ჩიყვი?” ( მოსწავლეების მიერ გაკეთებული);

- ფარისებრი ჯირკვლის შესახებ  მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია ვიდეომასალით.

 პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაერთიანდებიან  ჯგუფების მიხედვით (თითოეულ ჯგუფში 4-5 მოსწავლე) , რომლებსაც ეძლევათ შემდეგი დავალება:

1. ჯგუფი - საპრეზენტაციო - ამზადებს პრეზენტაციას ფარისებრი ჯირკვლის შესახებ;

2. ჯგუფი - საინმფორმაციო -ამზადებს  საინმფორმაციო ბუკლეტებს ”რა არის ჩიყვი?” და ურიგს  გამოსაკითხ მოსწავლეებს,  რათა გააცნობიერონ ამ დაავადების უარყოფითი შედეგები ;

3.  4. ჯგუფი - ტესტირების - ატარებენ ანონიმურ, ინდივიდუალურ გამოკითხვას მე-9 კლასებში. გამოკითხვა ხდება - ”ტესტი გამოკითხვისთვის”.  თუ ტესტში 6 ად მეტი დადებითი პასუხია ე.ი. გამოკითხული რესპოდენტი ”ჩიყვის რისკ ” ჯგუფს მიეკუთნება.

5. ჯგუფი - სტატისტიკის ჯგუფი - მოახდენს  ანონიმური გამოკითხვის შედეგების  აღრიცხვას ; ამ შედეგების დათვლას; გამოკითხვის შედეგად დადებითი პასუხების პროცენტული მაჩვენებლის დადგენას; მონაცემების მიხედვით დიაგრამის აგებას.

7. სამუშაო ენა-ქართული

8. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას-  მოაწავლეები მათ მიერ მიღებულ მონაცემებს გააცნობენ გამოკითხულ მოსწავლეებს; თუ აღმოჩნდება, რომ რისკ ჯგუფის მოსწავლეების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია, ურჩევენ გამოკითხულმა მოსწავლეებმა პროფილაქტიკის მიზნით მიმართონ ექიმს.

    ასევე შესაძლებელია ასეთივე გამოკითხვა ჩატარდეს სხვა ასაკობრივ ჯგუფებში  და საბოლოო შედეგების მიხედვით აიგოს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ”ჩიყვის” შემთხვევათა სიხშირე მთელი სკოლის მაშტაბით.